სოციალურ ქსელში Centro servizi Geo House-ი ავრცელებს პოსტს სანატორია 2020-ის შესახებ რომელსაც emigrantebi.ge-ი უცვლელად გთავაზობთ

სანატორია – ყველაზე მშფოთვარე და დაუსრულებელი თემა ბოლო თვეების განმავლობაში–ანუ რა ხდება, რა ეტაპებია და საერთოდ, როდის გავალთ ბოლოში – ეს არის იმ კითხვების არასრული სია, რომლითაც მოლოდინის რეჟიმში მყოფი ადამიანები მოგვმართავენ. დღეს მიმოვიხილავ რამდენიმე “საჭირბოროტო”თემას და შევეცდებით ამომწურავად მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ ეტაპზე სანატორიასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

✅ შეცდომაა, როცა ვამბობთ, რომ სანატორიის მსვლელობა გაჩერდა, დაიბლოკა და ასე შემდეგ. ამ კითხვაზე პასუხი არის შემდეგი/–განაცხადების მიღების ბოლო ვადა –15 აგვისტო იყო. *(ეს ყველამ ვიცით), მიუხედავად პანდემიასთან დაკავშირებით არსებული რთული პირობებისა ,, გამოძახებები დაიწყო ოქტომბრის თვიდან და მიმდინარეობს მეტ–ნაკლები აქტიურობით. მნიშვნელოვანია რეგიონის სიდიდე და მოთხოვნილი პრაქტიკების რაოდენობა. გავითვალისწინოთ, რომ არა ვართ მხოლოდ ჩვენ. ამიტომ პერიოდულად გადავამოწმოთ დამსაქმებელთან თუ არის რაიმე სიახლე და ვიყოთ მშვიდად. ჩვენი რიგი აუცილებლად მოვა❤

✅ შეცდომაა, დაჟინებით იმისი მტკიცება, რომ თუკი არ აგიღია კოდიჩე ფისკალე , არ გაგიფორმებია კონტრაქტი და ასე შემდეგ, დაიბლოკება პრაქტიკა და არავინ გამოგიძახებს. დავიმახსოვროთ, ვისმა დამსაქმებელმაც არ მიუთითა მოთხოვნაში სამუშაოს დაწყების თარიღი, პრეფექტურის გამოძახებამდე ნებისმიერ დროს აქვს უფლება გააკეთოს კომუნიკაცია –კონტრაქტი. ხოლო მათ, ვის მოთხოვნაშიც მითიტებულია თარიღი, არ ეხებათ კონტრაქტის გაფორმება, ვინაიდან უკვე გაფორმებულია. ანუ აქაც ვთანხმდებით, რომ არაა საჭირო ნერვიულობა კოდიჩე ფისკალეს ქონ–არქონაზე. როდესაც გამოცხადდებით პრეფექტურაში, გადმოგეცემეთ თქვენი კოდიჩე ფისკალები სხვა დოკუმენტებთან ერთად.

✅ შეცდომაა დამსაქმებლის გარდაცვალების შემთხვევში, პრეფექტურაში გამოცხადებამდე ახალ სამსახურში მოითხოვოთ კონტრაქტის გაფორმება, ან გაგიფორმონ კონტრაქტი. ეს არის დარღვევა. უნდა დაელოდოთ გამოძახებას , მიიღოთ უფლება ბინადრობის უფლების მოთხოვნის, როგორც სამუშაოს მაძიებელი და იმის შემდეგ, რაც გექნებათ უკვე კომუნიკაცია პოლიციის განყოფილებასთან ფოსტიდან გაგზავნილი კონვერტის მეშვეობით და შემდეგ ხელთ არსებული ე. წ რიჩევუტა, შეგიძლიათ გააფორმოთ კონტრაქტი

✅ შეცდომაა მიატოვო სამუშაო ადგილი სანატორიის პროცედურის დამთავრებამდე (აქ არ იგულისხმება გაუსაძლისი პირობები ან სხვა სახის ფორსმაჟორი) , და ახალი სამუშაო ადგილით შეეცადო პროცედურის დასრულებას. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ თუკი არის შესაძლებელი, გამოიჩინეთ მოთმინება და გააგრძელეთ მუშაობა.

✅ და ბოლოს მეგობრული რჩევა– საკუთარ დამსაქმებლებთან ეცადეთ დიალოგის რეჟიმში მოაგვაროთ ყველაზე მწვავე პრობლემაც კი. (ადვოკატებით დამუქრებისა და, კანონების ფრიალის გარეშე) და გვახსოვდეს ყოველთვის, რომ ლეგალურად მუშაობა კანონით გათვალისწინებულ უფლებებთან ერთად, გვაკისრებს ვალდებულებებსაც, რომელსაც უნდა დამსახურებულად გავართვათ თავი.

ამიტომ გამოვიყენოთ ეს “ლოდინის” პერიოდი უკეთესად ინტეგრაციისთვის, –ენის შესწავლა, სამზარეულო და ყოველდღიურ იტალიურ ყოფიერებასთან მეტად დაახლოება, ეს ყველაფერი ძალიან დაგვეხმარება მომავალში