სამტრედიაში 2 დღის წინ მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გულის არეში დაჭრილი 21 წლის თაზო ნიჟარაძეა. მას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მეზობელმა მძიმე დაზიანებები საკუთარ სახლში მიაყენა.

„ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ 21 წლის ბიჭს დედა ემიგრანტი ჰყავს და საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს. მისივე ინფორმაციით, დაჭრილს ოპერაცია გაუკეთეს და მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

მძღოლმა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა 157 ცდის შემდეგ, წარმატებით ჩააბარა
2021-01-16
მძღოლმა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა 157 ცდის შემდეგ, წარმატებით ჩააბარა

„მოტივი არც ჰქონია, მძინარე ბავშვს დაადგა თავზე და 5 ჯერ მიაყენა დანით ჭრილობა. ამბობენ, 2 დანა ეკავა ხელშიო, არც ჩხუბი მოსვლიათ და არც ნაჩხუბარი ყოფილან. არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახის ახლობელმა მომწერა, „სასიკვდილოდაა ბავშვი განწირული, გულის ოპერაცია გაუკეთეს რეამინაციაშია, და ახლა ტვინს სისხლი არ მიეწოდება, ტირის ემიგრანტი დედა შვილის გადარჩენაზე მთელი სამტრედია ფეხზეა. დედა ვერც ჩამოდის 2 000-მდე მიჯდებაო.

შსს-ს ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაა აღძრული.