საქართველოს საელჩო სლოვენიაში თანამოქალაქეებს მიმართავს. დიპლომატიური უწყება საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 15 იანვრის ჩათვლით მომსახურების მიღება მხოლოდ გადაუდებელი სიტუაციების დროს შეეძლებათ.
“საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა უქმე დღეებად.
შესაბამისად, 2021 წლის 1 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთათვის მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ გადაუდებელი/ფორსმაჟორული სიტუაციების დროს.
კერძოდ, შემდეგ შემთხვევებში:
• ბუნებრივი კატასტროფა;
- ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც საფრთხე ექმნება ან შეექმნა მოქალაქეთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
- საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება/გადმოსვენება;
- სამგზავრო დოკუმენტის დაკარგვა;
- საქართველოს მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენა“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.