საჰარას უდაბნოდან წამოსულმა ქვიშის ქარიშხალმა ევროპის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილს გადაუარა და ჰაერი მნიშვნელოვნად დააბინძურა. სერიოზული ცვლილებები ბარსელონას, ლიონისა და მარსელის ჰაერში თანამგზავრის ევროკომისიის მონიტორინგის სისტემამაც დააფიქსირა.

ალჟირიდან წამოსულმა ქვიშის ღრუბლებმა ალპებსა და პირენეის მთებში ცა წითლად, თოვაში კი ნარინჯისფრად შეღება და საოცარი სანახაობა შექმნა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

სპეციალისტების განცხადებით, ქვიშის ნაწილაკები ფილტვებში მოხვედრისას ხველასა და სუნთქვის გაძნელებას იწვევს, თუმცა, მისი კონცენტრაცია ჰაერში ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.