საფრანგეთში Pfizer-ისა და BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი მოვლენის სულ 135 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მედიკამენტების უსაფრთხოების ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს.

“კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარების შემდეგ, ადამიანებს რამდენიმე სიმპტომი: მაღალი ტემპერატურა, გულისრევა და თავის ტკივილი აღენიშნებათ”, – ნათქვამია განცხადებაში.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

გარდა ამისა, ასევე დაფიქსირდა გვერდითი მოვლენების სერიოზული 31 შემთხვევა, მათ შორის ტაქიკარდიის 4 შემთხვევა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული ფაქტის შესწავლა მოხდება.

“დღემდე არსებული მონაცემების გათვალისწინებით, არანაირი საფუძველი არ არსებობს ვიფიქროთ, რომ სიკვდილიანობა ვაქცინებთან არის დაკავშირებული”, – აღნიშნულია განცხადებაში.

იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ Pfizer / BioNTech-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ 13 ისრაელის მოქალაქეს სახის დაბლა განუვითარდა. 14 იანვარს, საფრანგეთში ასევე გამოვლინდა სერიოზული უარყოფითი რეაქციის ექვსი შემთხვევა. იმავე დღეს ნორვეგიაში 23 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. 15 იანვარს ფინეთში იმავე სახელწოდების ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი მოვლენების 32 შემთხვევა გამოვლინდა.