საფრანგეთში ჩასული პირებისთვის კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა სავალდებულო იქნება.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციის ცნობით, დამატებითი რეგულაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჩასულ ადამიანებზეც გავრცელდება. საფრანგეთში შესვლის მსურველებმა „კოვიდ-19“-ზე ტესტი გამგზავრებამდე არაუგვიანეს 72 საათისა უნდა გაიკეთონ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსით სამ მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. პანდემიამ 72 ათასზე მეტი პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსის გავრცელების კუთხით, საფრანგეთი მსოფლიო ქვეყნების ათეულშია.