საფრანგეთში, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების მზარდი სტატისტიკის გამო, კომენდანტის საათი გამკაცრდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, გადაადგილების შეზღუდვის დრო 2 საათით გახანგრძლივდა და ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი 18:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს.

”სიტუაციის გათვალისწინებით ამ ზომების მიღება აუცილებელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან ვითარება შედარებით უკეთესია, ვირუსის მუტაციის გამო, მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ”, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა.

გარდაცვლილთა მაჩვენებლით საფრანგეთი მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებს. კორონავირუსმა საფრანგეთში 70,000 ადამიანი იმსხვერპლა.