2 500 -ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა არალეგალურ რეივს საფრანგეთში. სამართალდამცველებმა ელექტრონული მუსიკის წვეულება ქალაქ რენისთან ახლომდებარე დაუსახლებელ პუნქტში, სასაწყობე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. პოლიციის ანგარიშის მიხედვით, წვეულება ხუთშაბათს დაიწყო და რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მას დიდი ბრიტანეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსული რეივერებიც ესწრებოდნენ.

ადგილზე პოლიციის გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვა. წვეულების მონაწილეებმა მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს და სამართალდამცველების მიმართ სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს. თუმცა, პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო და ღონისძიება დაიხურა. შემთხვევის შედეგად პოლიციის სულ ცოტა 3 ოფიცერი დაშავდა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

საფრანგეთში დადგენილი შეზღუდვების მიხედვით აკრძალულია გადადგილება 20:00-დან 06:00 საათამდე. ასევე, შეზღუდულია საზოგადოებრივი თავყრილობები.

რეგულაციების დარღვევის გამო ღონისძიების 200-მდე მონაწილე სიტყვიერად გააფრთხილეს.