საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში, კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო, უფრო მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდება. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება ხმელთაშუაზღვისპირეთის ქალაქ ნიცასა და მის მიმდებარე რეგიონებში.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

რა სახის დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება აღნიშნულ რეგიონებში ამის შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობა ამ შაბათ-კვირას მიიღებს.

საფრანგეთი ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით ქვეყანაში 3 560 764 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 83 964 ინფიცირებული გარდაიცვალა.