დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი განვითარებად ქვეყნებს Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს უწილადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საინტერესოა, მოხვდება თუ არა საქართველო იმ განვითარებადი ქვეყნების ნუსხაში, რომლებზეც დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი საუბრობენ. ამის გასარკვევად “პრაიმტაიმი” საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. თუმცა, უწყებაში ჩვენს კითხვებს არ პასუხობენ.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

დიდი ბრიტანეთის ინიციატივა

რა ინიციატივას გააჟღერებს ბორის ჯონსონი დიდი შვიდეულის შეხვედრაზე? ის მდიდარ ქვეყნებს მოუწოდებს, ჩაერთონ 100 დღიან კამპანიაში, რომელიც გლობალური უსაფრთხოების ქსელის შექმნას ემსახურება და ღარიბი ქვეყნების დახმარებას ითვალისწინებს.

“დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის ვაქცინის წარმოების გაფართოებას და მის განვითარებად ქვეყნებში განაწილებას გეგმავს. ამის შესახებ ბორის ჯონსონი დიდი შვიდიანის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის დროს განაცხადებს.

პრემიერ-მინისტრი შეხვედრაზე ვაქცინების წარმოების 100 დღიან პროგრამას წარადგენს, რომელიც გლობალური უსაფრთხოების ქსელის შექმნას ემსახურება. ჯონსონი მდიდარ ქვეყნებს მოუწოდებს, დაეხმარონ განვითარებად ქვეყნებს.

დიდმა ბრიტანეთმა 400 მილიონზე მეტი ვაქცინა შეუკვეთა, ასე რომ, საკმაოდ ბევრი დოზა დარჩება მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში ყველა აიცრება.

დიდი ბრიტანეთი ვაქცინის გაზიარებას Covax-ის პლატფორმის საშუალებით აპირებს. ამასთან, ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის მთავარ სამეცნიერო ოფიცერს, სერ პატრიკ ვალანსს სთხოვა დიდი შვიდიანის ქვეყნებისთვის გაეწია რეკომენდაცია, ვაქცინების წარმოება 2/3-ით დააჩქარონ.

მან პირობა დადო, რომ ​ პანდემიასთან ბრძოლაში “გლობალური ძალა” მთავრობა იქნებოდა და “ზოგიერთი ქვეყნისგან” განსხვავებით, დიდი ბრიტანეთი არ გამოიყენებს სხვა ქვეყნებში ვაქცინების მიწოდების დაპირებას, როგორც “მოკლევადიან დიპლომატიურ ბერკეტს”. – წერს გამოცემა.

საფრანგეთის ინიციატივა

ბრიტანეთის მსგავსად, საფრანგეთიც განვითარებად ქვეყნებს ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას გაუნაწილებს.