საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ. გაცნობებთ, რომ მ/წ 6 თებერვალიდან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საბერძნეთში შემოსვლა დროებით ეკრძალება მესამე ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.

აკრძალვა არ ვრცელდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებზე, მათ მეუღლეებსა და არასრულწლოვან შვილეზე, ან პირებზე რომლებსაც აქვთ თანაცხოვრების ხელშეკრულება გაფორმებული საბერძნეთის მოქალაქესთან, სამედიცინო პერსონალზე, მკვლევარებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების მიზნით, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებზე,

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

სატრანზიტო მგზავრებზე (transit), სტუდენტებზე და ა.შ. ასევე აკრძალვა არ ვრცელდება – მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებსაც მიღებული აქვთ ბინადრობის ნებართვა (άδεια διαμονής) მესამე ქყვეყნის ის მოქალაქეები რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს და ეკრძალებათ საბერძნეთში შემოსვლა შეუძლიათ გააკეთონ განცხადება საბერძნეთის საკონსულოში, რათა მიიღონ საბერძნეთში შემოსვლის ნებართვა გამონაკლისის სახით

დავით დიმიტრიადისი.