საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ კასტორიაში აფეთქების შედეგად 4-სართულიანი სასტუმრო ჩამოინგრა. ინფორმაციას ქვეყნის სახანძრო სამსახური ავრცელებს. ადგილზე 5 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სასტუმროს შენობა მთლიანად განადგურდა. აფეთქების შედეგად 80 მეტრის რადიუსში შუშა, ნამსხვრევები და რკინის ნივთებია გაფანტული.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ინფორმაცია დაშავებულთა ან გარდაცვლილთა შესახებ არ ვრცელდება.

პოლიციის ცნობით, სასტუმრო ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ მუშაობდა, ამიტომ შიგნით არავინ იყო. აფეთქების მიზეზებს გამოძიება დაადგენს.