სამი აფეთქება მოხდა დღეს საბერძნეთის დედაქალაქში. თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ათენის გაზეთების “დემოკრატია”, “ესტია” და “ესპრესოს” რედაქციების წინ მოხდა. დაზიანდა შენობები, თუმცა არავინ დაზარალებულა.

სააგენტოების ცნობით, თავდამსხმელებმა გაზის ბალონებისგან დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები სადარბაზოებში დაალაგეს. აფეთქება შუადღისას მოხდა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

მედიაზე თავდასხმა საბერძნეთში ზაფხულშიც მოხდა. გასული წლის ივლისის ბოლოს უცნობი პირობები ბერძნულ გაზეთ Makelio-ს გამომცემელს სტეფანოს ხიოსს დაესხნენ თავს. შეიარაღებული პირი მის მანქანას მიუახლოვდა და ფანჯარას ტყვია ორჯერ ესროლა. პოლიციის განცხადებით თავდასხმის ეს შემთხვევა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული.