მთავრობის გადაწყვეტილებით, საბერძნეთში ლოკდაუნი15 თებერვლამდე გახანგრძლივდა და შეზღუდვები გაამკაცრდა.

სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოს ჰარდალიას განცხადებით, 6 თებერვლიდან ატიკაში, სალონიკსა და ქალკედონში მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის მაღაზიები იმუშავებს, დილის 07:00 საათიდან 17:00 საათამდე.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

აღნიშნულ რეგიონებში კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს, ხოლო შაბათ-კვირას  18:00 საათიდან.

6-15 თებერვლის პერიოდში ატიკასა და სალონიკში მუშაობას შეწყვეტს ლიცეუმები, ხოლო სკოლები და საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას განაგრძობს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საბერძნეთში კორონავირუსის 162 107 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 5 922 ადამიანი გარდაიცვალა.