მიხალის ხრისოხოიდისმა პრესკონფერენციაზე მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ ისაუბრა. სამოქალაქო დაცვის მინისტრმა განმარტა, თუ რა ცვლილებებია მოსალოდნელი 2021 წელს.

“2021 წელს საბერძნეთის პოლიცია ეპოქას შეცვლის. თანამედროვე, მოქნილი და ეფექტური, პოლიციელები უნიფორმიდან სულის სიღრმემდე – სწორედ ასეთები იქნებიან ოფიცრები 2021 წელს. პოლიცია იცვლება, რადგან ხალხი შეიცვალა,” განაცხადა ხრისოხოიდისმა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

მინისტრის თქმით, მაქსიმალურად უნდა შემცირდეს პოლიციის მიერ ქიმიკატების გამოყენება, სხვადასხვა დემონსტრაციების დროს და ეს წყლით უნდა ჩანაცვლდეს, რომელიც სპეციალურ მანქანებში იქნება განთავსებული.

თუმცა, გარდა ამისა, ხრისოხოიდის მიზანია, რომ პოლიცია მუშაობდეს იმდენად ეფექტურად, რომ საერთოდ არ გახდეს მსგავსი ჩარევები საჭირო და მინიმალურად გამოიყენოს ცრემლსადენი გაზი.

ასევე, უახლოეს მომავალში ძალაში შევა კანონი, რომელიც დაკავშირებული იქნება საპროტესტო აქციებთან, რადგან როგორც მინისტრი ამბობს, დემონსტრაციები არის ძალიან ბევრი ადამიანის პასუხისმგებლობა და არა მხოლოდ პოლიციის.

“გამოხატვის თავისუფლება არავის ეზღუდება. მაგრამ დემონსტრანტები და ისინი, ვინც არ აპორტესტებენ რაიმეს, არ არიან მტრები, ამიტომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მოქალაქეს მიეცეს არჩევანის უფლება და ვუზრუნველვყოფთ მრავალფეროვნების პატივისცემას,” განაცხადა ხრისოხოიდისმა.

ამრიგად, 2021 წელს იგეგმება პოლიციის მიერ დემონსტრაციების უფრო ეფექტური მართვა, რადგან ისინი ხშირ შემთხვევაში დაპირისპირებად იქცევა ხოლმე.

წყარო georgians.gr