საბერძნეთი ევროკავშირს COVID-19-ის ვაქცინის პასპორტის შემოღებისკენ მოუწოდებს, რაც ქვეყნებს საშუალებას მისცემს, ზაფხულში ტურისტული სეზონი უსაფრთხოდ გახსნან. ამის შესახებ საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა, ჰარი თეოკარისმა განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

“ტურიზმისა და ეკონომიკის გახსნის მოსამზადებლად კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ბევრად უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ვაქცინაციის სერტიფიკატი. ხალხმა რაც შეიძლება მალე უნდა იცოდეს, შეძლებენ თუ არა ზაფხულში შვებულებაში წასვლას”, – განაცხადა მინისტრმა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ცნობილია, რომ ამჟამად ციფრული სერტიფიკატების გაცემა საბერძნეთის ვაქცინირებულ მოქალაქეებზე უკვე მიმდინარეობს, თუმცა ქვეყანაში შემსვლელთათვის მისი თან ქონა სავალდებულო არ არის.

“ჩვენი მიზანია, საბერძნეთში შესვლისას ხელახალი ტესტის ჩატარება არ მოუწიოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც იმუნიტეტი უკვე აქვთ”, – დასძინა თეოკარისმა