რომის პაპი ფრანცისკე, რომელმაც ქრონიკული რადიკულიტის გამო გასული დღეების მსახურება ვერ ჩაატარა, ტრადიციულ საახალწლო ღონისძიებას მაინც დაესწრო და ვატიკანის აპოსტოლური სასახლის ბიბლიოთეკიდან საზოგადოებას მიმართა. მისი მთავარი გზავნილი კი მშვიდობა იყო, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„დღეს ჩვენს ცხოვრებას ომი, მტრობა და დამანგრეველი მოვლენები წარმართავს. ჩვენ გვინდა მშვიდობა. გასული წლის მოვლენებმა, განსაკუთრებით პანდემიამ, გვასწავლა,

თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვების პრობლემებით დაინტერესება და მათი გაზიარება“ – განაცხადა პაპმა.