სასიხარულო ცვლილება იტალიის ტერიტორიაზე არასრულწლოვან შვილებთან ერთად მცხოვრები ემიგრანტებისთვის!

იტალიის ტერიტორიაზე დაბადებულ ბავშვებზე და ასევე იტალიის ტერიტორიაზე მყოფ არასრულწლოვან ბავშვებთან დაკავშირებით
საემიგრაციო ნორმით 31 მუხლს, რომლიც ითვალისწინებს სამართელბრივ დებულებებს იტალიის ტერიტორიაზე მყოფ არასრულწლოვანთა სასარგებლოდ /Testo unico sull’immigrazione, art.31/

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ამ მუხლში განხილულია ის საკითხი, რომელიც იტალიის ტერიტორიაზე მყოფ არასრულწლავენებს უფლებას აძლევს მიენიჭოს კანონიერი ბინადრობის უფლება და მათი მეშვეობეთ, მათ მშობლებას ეძლევათ აღნიშნული ბინადრობის უფლება, როგორც არასრულწლოვანთა დამხმარეს /Permesso di soggiorno per assistenza minore/.

ამ მუხლში ჩადებულია ერთი ფრიად მნიშვნელოვანი აზრი, რომ თუკი კანონი არასრულწლოვანს აძლევს უფლებას კანონიერად იყოს წარმოდგენილი იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ლოგიკურად, მის მშობელს ან მშობლებს აუცილებლად უნდა ქონდეთ სახელმწიფოში კანონიერად ყოფნის უფლება, რადგან ბავშვის მშობლისგან ჩამოცილება მძიმე შედეგს ახდენს არასრულწლოვანის ფსიქიკაზე.

პროცედურა საკმაოდ ხანგრძლივია და ითავლისწინებს საკმაოდ რთული პროცედურების გავლას, პირველ რიგში არასრულწლოვანი უნდა დადიოდეს სკოლაში ან ბაღში, ყავდეს პედიატრი, ქონდეს ცხოვრებისთვის საჭირო პირობები. მოთხოვნა შედის არასრულწლოვანთა სასამართლოში და ამ მოთხოვნას თან უნდა ერთვოდეს მთელი რიგი საბუთები, როგორებიცაა ბავშვის დაბადების მოწმობა, ნათრგმნი იტალიურად და ლეგალიზებული; პასპორტის ასლები, როგორც არსრულწლოვანის, ასევე მისი მშობლის ან მშობლების; ქორწინების მოწმობა; თუ ორივე მშობელი წარმოდგენილია იტალიის ტერიტორიაზე და იმყოფებიან სამოქალაქო ქორწინებაში; ფისკალური კოდი ასეთის არსებობის შემთხვევაში; ცნობა სკოლიდან ან ბაღიდან შესაბამისი საგანმანათლებლო სტრუქტურის მიერ გაცემული; ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ გაცემული მკურნალი პედიატრის მიერ და აცრების ფურცელი; საცხოვრებელი სახლის კონტრაქტი, სადაც ფიქსირდება ბავშვის საცხოვრებელი ადგილი; პასპორტების ასლები,27 ევროიანი ე.წ. ფინანსთა სამინისტროს ფასიანი შტამპი ანუ “marca da bollo“.

ასევე არასრულწლოვანთა სასამართლოს მიერ შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი ცნობები. მას შემდეგ რაც სასამართლო განხილვაში იღებს მოთხოვნას საქმეს გადასცემს პოლიციის სამართველოს (QUESTURA) და სოციალურ სამსახურს, რომელთა მხრიდან შესწავლილი უნდა იქნეს ბავშვის ცხოვრების პირობები და ოჯახში მისი მდგომარეობა, რის საფუძველზეც სოციალური აგენტი წერს დასკვნას და გადასცემს სასამართლოს. ამ პროცედურების გავლის შემდეგ ინიშნება სასმართლო მოსმენა რომელიც ძირითდად შედგება კითხვა პასუხებისგან. სასურველია სასამართლო პროცეს ესწრებოდეს ადვოკათთნ ერთად თარჯიმანი და მედიატორი. თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საფუძველზე არ არის სავალდებულო საქმეში ადვოკატის მონაწილეობა თუ ამ პროცედურას თვად გაართმევთ თავს.

სასამართლოს დადებითი დასკვნის საფუძველზე პროცედურა გრძელდება პოლიციის სამმართველოში ე.წ. ქვესტურაში. სადაც ხდება შემდგომი პროცედურების ჩასატარებელი თარიღის (იგივე აპუნტამენტო) აღება. შემდგომ განმცხადებელი (განმცხადებლები) დოკუმენტაციით, 4 ფოტოსურათი, 16 ევროიანი ფასიანი შტამპი, პასპორტის ასლების პირველი გვერდი და ასევე ის გვერდი სადაც მითითებულია შემოსვლის თარიღი, სტუმრობის მოდული (ოსპიტალიტა), გადახდის ქვითრი 80,46 ევროს ოდენობით სრულწლოვანზე, 30,46 არასრულწლოვანზე და სასმართლოს გადაწყვეტილება. ამ ტიპის ბინადრობის უფლება ითვალისწინებს მუშაობის უფლებას და ნებისმიერ აქტივობას.

ზემოთ ხსენებული პროცედურა ასევე ეხება, მათ ვისაც უკვე ქონდათ დროებითი ბიდანდრობის უფლება, რომელიც ეძლევათ ორსულ ქალებს ბავშვის დაბადებიდან მაქსიმუმ 6 თვის ჩათვლით.
და ბოლოს, ამ ტიპის ბინადრობის უფლებას ამ დრომდე ერთი ხარვეზი გააჩნდა. აღნიშნული საბუთის სხვა ტიპის ბინადრობის უფლებად კონვერტირებას კანონი ამ დრომდე არ ითვალისწინებდა.

2020 წლის ემიგრანტთა ლეგალიზაციის დეკრეტის საფუძველზე, ბინადრობის უფლება, როგორც არასრულწლოვანის ასისტენტისა (permesso di soggiorno)შეიძლება გადაკეთდეს, კანონით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ, როგორც ბინადრობის უფლება სამუშაო მოტივით (permesso di soggiorno per lavoro autonomo e permesso di soggiorno per lavoro subortinatorio).

ქვემოთ მითითებულია ლინკი კანონში ცვლილების შესვლის შესახებ

მოამზადა ხათუნა შარაძემ

Exclusive TV