სოციალურ ქსელში Centro servizi Geo House-ი აქვეყნებს პოსტს “როგორ ვავხდეთ იტალიის მოქალაქე” სადაც განმარტებულია ის კრიტერიუმები და მოთხოვნები რომელსაც ზ/ხსენებული მოქალაქეების მიღებისათვის უნდა აკმაყოფილებდეთ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე emigrantebi.ge– ი გთავაზობთ აღნიშნულ პოსტს:
✅ ცხოვრების ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალური თემა საკუთარი და სხვების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, იტალიაში მცხოვრები ემიგრანტებისათვის პირველ ადგილზე რჩება “სანატორია 2020”-ის თემა, შფოთვა, ნერვიულობა დაძაბულობა და ბოლოს მაინც “უკან მორჩენილი პრობლემები.”
თუმცა დისტანციურ ცხოვრებაში მაინც შეგვიძლია ბევრი ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციის უკეთესად მიღება, გადამოწმება და გაანალიზება ამიტომაც გირჩევთ

✅დღევანდელი ჩვენი თემა იტალიის რესპუბლიკაში მოქალაქეობისათვის საჭირო “საჭირბოროტო” რეკვიზიტებია -ანუ რა პარამეტრებია საჭირო, რომ მივიღოთ მოქალაქეობა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

2020 წელს მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება საემიგრაციო საკითხებთან დაკავშირებით , მათ შორის მოქალაქეობის მისაღებად “ლოდინის” პერიოდი 4 წლიდან შემცირდა მინიმუმი 2 და მაქსიმუმი 3 წელამდე (ეს მათ, ვინც მოთხოვნა გააგზავნა ცვლილებების შემდეგ ) შეიცვალა ასევე პრაქტიკის წარმოების ტექნიკური მხარეც-შეიცვალა და განახლდა საიტი, სადაც იტვირთება მოთხოვნა, , შესავსები კითხვარი გახდა უფრო დეტალური და საჭიროა უფრო მეტი ყურადღება, რომ არ გაიპაროს ტექნიკური შეცდომა-რასაც სამწუხაროდ კომპიუტერი “არ გვპატიობს” უცვლელი დარჩა რეკვიზიტები-ანუ ვის აქვს უფლება მოითხოვოს იტალიის მოქალაქეობა და რა სახის დოკუმენტაცია საჭირო წარსაგენად
მაშ ასე ??????

?მოთხოვნა შეგვიძლია წარვადგინოთ თუ ვიმყოფებით იტალიიის მოქალაქესთან ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია 2 წელი. (ერთად ცხოვრების რეგისტრცია აუცილებელია, ანუ certificato stato di famiglia ში უნდა იკითხებოდეს ორივე მეუღლე.

? პირველი ჩაწერის რეგიოსტრაციიდან ( ყურადღება–არა პირველი ბინადრობის მოწმობიდან ) 10 წლის შემდეგ–შესაბამისად ბოლო სამი წლის წლიური შემოსავლით.
სასურველია თარიღის გადამოწმება მოხდეს certificato storico di residenza ზე დაყრდნობით.

? დაბადების მოწმობა და ნასამართელობის მოწმობა უნდა იყოს აუცილებლად ნათარგმნი, აპოსტილირებული და ლეგალიზებული კომპეტენტური ორგანოების მიერ საქართველოში. (Centro servizi Geo House წარმომადგენელი საქართველოში Geohouse Georgia დაგეხმარებათ ამ დოკუმენტაციის წარმოებაში )

? ნასამართლეობის მოწმობას აქვს ვალიდურობა მხოლოდ ექვსი თვე ანუ მოთხოვნის წარდგენისას უნდა იყოს ვალიდური.

? ყველა საბუთი, რომელიც საჭიროა საქმის წარმოებისათვის-პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, იტალიური პირდობის მოწმობა -უნდა იყოს ვალიდური

? ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიცატი B1 სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, ვისააც არ აქვს გრძელვადიანი ბინადრობის მოწმობა CARTA UE და CARTA CE