იტალიის რესპუბლიკაში, რა შემთხვევაშია შესაძლებელი საკუთარი პროფესიით დასაქმება, ამ საკითხის შესახებ exclusive TV-სთან ხათუნა ტატუნაშვილი, ქალაქ პიზაში მოღვაწე ქართველი იურისტი საუბრობს.

ხათუნა ტატუნაშვილი გახლავთ ასოციაცია “Tutto insieme Georgia”-ს დამფუძნებელი და მისი პრეზიდენტი. ტატუნაშვილი, იტალიის ტერიტორიაზე სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს. თანამშრომლობს გადასახადებისა და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებთან. ახორციელებს იურიდიულ მომსახურებას სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საკითხებში.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

იმისთვის, რომ იტალიის რესპუბლიკაში საკუთარი პროფესიით დასაქმდეთ, საჭიროა თქვენი დიპლომის, ასევე ჩაბარებული გამოცდების ანალიზების თარგმნა და ლეგალიზაცია საელჩოში. შემდეგ იგზავნება თქვენი კვალიფიკაციის შესაფერის უნივერსიტეტში (იტალიის), სადაც მოხდება გავლილი სასწავლო პროფრამების დონის განსაზღვრა ევროპის დონეების სტანდარტებთან შეფარდებაშ. ხოლო თუ დონეები თანაფარდობაშია და არ მოითხოვენ დამატებითი გამოცდების ჩაბარებას, თქვენი ტიტული იქნება აღიარებული (დამოწმებული) კონვერტირებადი, რომლითაც შეგეძლებათ მუშაობა იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

იტალიური ენის ცოდნა არ არის სავალდებულო, მთავარია საერთაშორისო ენას ფლობდეთ. რაც შეეხება პერმესოს, ამისთვის საჭიროა, მოგიწვიოთ სამუშაოდ რომელიმე კომპანიამ, რომელსაც ესაჭიროება თქვენი დონის სპეციალისტი, კეთდება საბუთი casi speciali სამუშაო მოტივით, ამ შემთხვევაში_ “autonomo” და სამუშაო კონტრაქტის ვადამდე იქნება ძალაში აღნიშნული პერმესო. მისი განახლება შეიძლება სხვა სამუშაოს კონტრაქტითაც.

ავტორი: ხათუნა შარაძე