ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აბსოლუტურ ციფრებში საქართველოსთვის დღეში დაახლოებით 1 500 ინფიცირებული საკმაოდ მაღალი ციფრია.

მისი თქმით, მიზნობრივი შეზღუდვები, პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს და საქართველოში მოქმედი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გაგრძელდება.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

“უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგომ, რაც ჩვენ ყველას ერთად გვიწევს პანდემიასთან ბრძოლა. პირველი შემთხვევა სწორედ იანვარში დაფიქსირდა. დღეის მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი გავიდა რეალურად პანდემიასთან ბრძოლა საქართველოშიც და გლობალურადაც მსოფლიოში გრძელდება. დღეის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს ინფიცირების 1 177 შემთხვევა, რაც იმ მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში განვახორციელეთ პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აბსოლუტურ ციფრებში საქართველოსთვის დღეში დაახლოებით 1 500 ინფიცირებული საკმაოდ მაღალი ციფრია. ყველას გვესმის, რომ გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი, დღეს მაინც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება პირველ თებერვლამდე არსებული შეზღუდვები გავახანგრძლივოთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვხედავთ რა ხდება ევროპაში, ყველგან მძიმდება მდგომარეობა და შეზღუდვები სულ უფრო და უფრო მკაცრდება, თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში პირველ თებერვლამდე გავაგრძელებთ იმ შეზღუდვებს, რომელიც დღეს მოქმედებს. ამასთან ერთად, პარალელურად ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ ეკონომიკის და ბიზნესის წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ყველამ ერთად შევიმუშაოთ ის კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც მოგვცემს შესაძლებლობას, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა. ეს არის როგორც ტესტირების სქემები, როგორც ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ. ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს ამ გეგმას, რომელზეც ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავებთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.