საქართველოში რეგულარული ფრენები დღეიდან განახლდება. ფრენები ყველა სამედიცინო პროტოკოლის წესების დაცვით განხორციელდება.

იცვლება ქვეყანაში შემოსვლის წესები, როგორც საქართველოს ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ნებისმიერი ტიპის კოვიდ ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის ქონის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას უპრობლემოდ შეძლებენ, ხოლო არა ვაქცინირებულ ვიზიტორებს საზღვარზე, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტირების ნეგატიური პასუხის ჩვენება მოუწევთ. ქვეყანაში შემოსვლიდან მესამე დღეს კი, მათ განმეორებით PCR-ტესტის ჩატარების ვალდებულება ექნებათ.

საქართველოში რეგულარული საჰაერო ფრენები თითქმის 10-თვის განმავლობაში შეჩერებული იყო.

საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვის მოხსნა ავიაკომპანიებს უკვე აცნობეს.

ტურისტების შემოყვანის გეგმა მუშავდება. მომავალი კვირიდანვე შემსუბუქდება რეგულაცია საქართველოში შემოსვლაზე.

მთავრობა ვაქცინირებული ტურისტების მოსაზიდად სპეციალურ გეგმას ადგენს.