ახალი წლის ახალი ფეიკი!” – ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის პარიზმი მივლინებით იმყოფებოდა.

მისი თქმით, პრეზიდენტი პარიზში არც მივლინებით, არც ”საიდუმლო დავალებით” არ ყოფილა და ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

“პრეზიდენტი პარიზში არც მივლინებით, არც საიდუმლო „დავალებით“ არ ყოფილა, თუ დავალებად არ ჩაითვლება შვილიშვილის გასაცნობად პირადი ვიზიტი. პრესსამსახურმა კი, ტელეკომპანია “ფორმულას” მხოლოდ ეს უკანასკნელი ინფორმაცია დაუდასტურა!” – წერს სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურ Facebook გვერდზე.