1 იანვარს უმეტეს ქვეყნებში ახალ წელს ზეიმობენ, მაგრამ კიდევ რა დღესასწაულებია ამ დღეს?
1 იანვარი ნაბახუსევის საერთაშორისო დღეა. ის სპეციალურად, ახალი წლის პირველ დღეს ბრიტანეთში დააწესეს. თავდაპირველად ეს ერთ-ერთი პრეპარატის სარეკლამო კამპანია უნდა ყოფილიყო, რომელსაც ნაბახუსევზე სვამდნენ, თუმცა ის ქვეყნის ფარგლებს მალევე გასცდა და საერთაშორისო დღის სტატუსი შეიძინა.
სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს
1 იანვარს რომაულ-კათოლიკური ეკლესია მსოფლიო მშვიდობის დღეს აღნიშნავენ, რომელიც მშვიდობის შესახებ ლოცვის დღეს და კათოლიკურ მარიამობას ემთხვევა. მსოფლიო მშვიდობის დღის 1 იანვარს დაწესების შესახებ რომის პაპმა, პავლე VI-მ 1967 წლის 8 დეკემბერს გამოაცხადა, 1969 წლის 17 დეკემბერს კი გაერო-მ მსოფლიო მშვიდობის დღე ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადა. ეს დღე ვატიკანში უქმედ არის გამოცხადებული.
1 იანვარს კუბა რევოლუციის დღეს, მეორენაირად გათავისუფლების დღეს აღნიშნავს – 1959 წლის რევოლუციის გამარჯვების და დიქტატორ ფულხენსიო ბატისტას გაქცევის წლისთავს.
1 იანვარს კამერუნი დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. 1960 წელს, ამ დღეს კამერუნის ფრანგულენოვანი ნაწილი ფრანგული ბატონობისგან გათავისუფლდა, ინგლისურენოვანმა ნაწილმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა კი 1961 წლის პირველ იანვარს მიიღო. 1961 წელს კამერუნი გაერთიანდა.
1 იანვარს ლიეტუვაში ეროვნული დროშის დღეს აღნიშნავენ, რომელიც ვილნიუსში, გედიმინასის კოშკზე პირველად 1919 წელს აღიმართა. დროშაზე ყვითელი ფერი არის მზის სიმბოლო, მწვანე — ბალახის, ხოლო წითელი აღნიშნავს სისხლს, რომელიც დაიღვარა ლიეტუვისთვის.
1 იანვარი სლოვაკეთის რესპუბლიკის დაარსების დღეა. 1993 წლის 1 იანვარს, ჩეხოსლოვაკიის მშვიდობიანი დაშლის შემდეგ, სლოვაკეთი დამოუკიდებელი გახდა. შესაბამისად, დღესასწაულია ჩეხეთშიც, სადაც რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს აღნიშნავენ.
1 იანვარს ჰაიტის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეა. მან საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა 1804 წელს, რევოლუციის შემდეგ მიიღო. ჰაიტი რეგიონში აშშ-ს შემდეგ მეორე დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.
1 იანვარს დამოუკიდებლობას სუდანის რესპუბლიკა ზეიმობს, რომელიც მან 1965 წელს მოიპოვა.
1 იანვარს ბრუნეის დამოუკიდებლობის დღეა, რომელიც 1984 წლიდან აღინიშნება. სულთანათმა დამოუკიდებლობა 1983 წლის 31 დეკემბერს მოიპოვა. მანამდე ქვეყანა ინგლისის კოლონიის სტატუსს ატარებდა.
1 იანვარს იტალია კონსტიტუციის დღეს ზეიმობს.
1 იანვარს ვალდებულებების აღების დღეა, რომელიც 1960 წლიდან აღინიშნება.
1 იანვარს კანადაში დღეს ლომვეშაპის დღეა. ამ დღეს კანადელები გაყინულ წყალში ბანაობენ.
1 იანვარს საყოველთაო საკუთრების დღე აღინიშნება. არაოფიციალური, საერთაშორისო დღესასწაული 2004 წელს დამკვიდრდა. ამ დღეს ბევრი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, საყოველთაო საკუთრებაში გადადის ნაწარმოები, რომელთა საავტორო უფლებების ვადა, როგორც წესი, 1 იანვრისთვის იწურება.
1 იანვარს ევროს დღეა. ევროპული ვალუტა 1999 წლის პირველ იანვარს გაჩნდა, 2002-ში კი მიმოქცევაში კუპიურები და მონეტები ჩაეშვა.