ბულგარელი ნათელმხილველი ვანგა 1996 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მისი წინასწარმეტყველებები კვლავ დიდ ინტერესს იწვევს და დღემდე აქტუალურია.

2020 წელს კორონავირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიო თავდაყირა დააყენა, თუმცა, როგორც ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს, ვანგას წინასწარმეტყველებით შვებას არც 2021 წელს უნდა ველოდოთ.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ვანგას წინასწარმეტყველების თანახმად, 2021 წელს მსოფლიოს “ძლიერი დრაკონი” შეიპყრობს და სამი “გიგანტი” გაერთიანდება. მისივე წინასწარმეტყველებით, მომავალ წელს მსოფლიოს მასშტაბით “კატაკლიზმები და კატასტროფებია” მოსალოდნელი. ყოველივე ამის ფონზე, ბულგარელი ნათელმხილველი ოპტიმისტურ გზავნილს გვიტოვებს იმის თაობაზე, რომ 2021 წელს კაცობრიობა კიბოს წამალს აღმოაჩენს. აღსანიშნავია, რომ მომავალი წლისთვის კიბოს წამლის აღმოჩენა ნოსტრადამუსმაც იწინასწარმეტყველა.

”მძიმე დრო დადგება”, – იწინასწარმეტყველა ნათელმხილველმა 1996 წელს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. მისი მოსაზრებით, ”ხალხის რწმენა გაიყოფა”.

ექსპერტები განმარტავენ, რომ “ძლიერ დრაკონში” ნათელმხილველმა ჩინეთი იგულისხმა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა.

ვანგას წინასწარმეტყველებაში ასევე შედის ‘უსლიმი ექსტრემისტების‘ არმია, რომლებიც ქიმიური იარაღით ევროპაში შემოიჭრნენ.

ვანგამ ასევე იწინასწარმეტყველა, რომ მსოფლიოში შიმშილი 2028 წლისთვის დასრულდება, დედამიწა ადამიანების ცხოვრებისთვის გამოუსადეგარი 2341 წლისთვის გახდება, ხოლო მარსის კოლონიები ბირთვულ იარაღს 2256 წლისთვის შეიძენენ.

ვანგას წინასწარმეტყველებით სამყაროს აღსასრული 5079 წელს დადგება.