ხშირად მიფიქრია იმაზე, რატომაა რომ იმ სამსახურში, სადაც რუსი, რუმინელი, პოლონელი და კიდევ სხვა სლავური წარმომავლობის ქალები, უფლებების შეუზღუდავად მუშაობენ, ქართველი ქალების უფლებები მკაცრად შეზღუდულია და ისინი ამას ჩვეულებრივ მოვლენად თვლიან, არიან შემგუებელნი, მორჩილნი და კმაყოფილიც კი ხშირ შემთხვევაში. წერს გაზეთი ახალი თაობა

ჯგუფში ხშირად ნახავთ კომენტარებს, რომ “მადლობლები უნდა ვიყოთ იმისი, რაც გვაქვს და არანაირი პროტესტი არ გაგვიჩნდეს, რადგან აქ არავის დავუპატიჟივართ, გვაჭმევენ გვასმევენ და ფულს გვიხდიან”.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს იმის ბრალია, უარესს რომ გამოექცნენ ოჯახებიდან და არ შეუძლიათ იყვნენ მომთხოვნნი. მოთხრობების კრებული გამოვეცი იტალიაში – “იქ, სადაც შენ არ ხარ, ზღვებია”. შვიდი თვე ვწერდი ამ მოთხრობებს და ყველგან ნამდვილი ფაქტები მაქვს აღწერილი ემიგრანტების ცხოვრებიდან. კითხვა, რომელსაც პირველივე გასაუბრებისას ვუსვამდი ემიგრანტს გახლდათ ეს: “რატომ დატოვეთ ოჯახი?”

ხშირ შემთხვევაში ვიღებდი ერთი და იგივე პასუხს: “ქმარი სვამდა, ქმარი ფიზიკურ ზეწოლას ახდენდა, ქმარი წამალზე იყო, თამაშობდა” ასე შემდეგ და ასე შემდეგ…

მერე ვეკითხებოდი, როდის დაბრუნდებოდა და თითქმის ყველა ამბობდა, რომ არ დაბრუნდებოდა და შვილებსაც აქ წამოიყვანდა.

ოჯახისგან უფლებაწართმეული ქალი აქ სამსახურში რომ ყველაფრის მიმართ დამთმობია, ოღონდაც იქ დაბრუნება არ მოუწიოს, საიდანაც გამოიქცა, ამას დიდი ლოგიკა არ სჭირდება.

თუ გვინდა, უკან დაბრუნება შევძლოთ, თქვენ უნდა დაგვეხმაროთ, საქართველოში დარჩენილო ქმრებო, შვილებო, ძმებო და მეგობრებო, თუ გინდათ აქ ჩვენი უფლებები არ ირღვეოდეს თქვენ უნდა მოგვცეთ ამისი მაგალითი მაქედან, თუ არა და ვიქნებით ასე შემგუებელნი და მონური ფსიქიკით, ძლიერი ფსიქტროპული წამლებით გაბრუებულნი, ჩავიკეტებით ჩვენს ნაჭუჭში და შეიძლება თვეებიც აღარ მოგვინდეს თქვენთან შეხმიანება. მოყვარეს პირში უძრახე, მტერს ზურგს უკანაო – მე ვთქვი და, ღმერთმა ქნას, ვცდებოდე.”- წერს ლელა ლაჩაშვილი სოციალურ ქსელში