დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის დამარცხების მთავარი გზა მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციაა.

მისი თქმით, თუ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების 70% აიცრება, მაშინ პანდემია დასრულდება.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

“ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ კოვიდპანდემიის დამარცხების მთავარი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე. თუ აიცრება მოსახლეობის 70 პროცენტი, ეს ნიშნავს, რომ კოვიდპანდემიადამთავრდა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ასევე ისაუბრა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ იანვარში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა.