Როგორც exclusivetv.ge – ი იუწყება სალვინის ბრძანებულებების გამო, ჰუმანიტარული დაცვის გარეშე დარჩენილი მიგრანტები, იძულებით პროსტიტუციაში მყოფი გოგონები, სოფლის მეურნეობის სექტორში ექსპლუატაციაში მყოფი უცხოელი მუშები, განსაკუთრებით განიცდიან კოვიდ -19-ის ყველაზე ტრაგიკული შედეგების რისკს. – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგაშო განცხადება, მარია გრაცია გიამარინარომ, მაგისტრატმა და გაეროს ყოფილმა სპეციალურმა მომხსენებელმა ტრეფიკინგის საკითხებში, გააკეთა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

”რა ვითარებაა ტრეფიკინგის მხრივ იტალიაში?” – ეს საკითხი იქნა განხილული კონფერენციაზე ტრანსნაციონალური დახმარების პროექტის დასრულების შემდეგ.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდა პროკურორი დავიდე მანჩინი, რომის პოლიციის შტაბი და “Be Free“ ოპერატორები.

გასული წლის ოქტომბერში “კარიტასის“ მიერ გამოქვეყნებულ საემიგრაციო ანგარიშში მოხსენიებული ციფრები საუბრობს გლობალურად ტრეფიკინგის 40 მილიონ შემთხვევაზე. ამათგან 60% სექსუალურ ტრეფიკინგს შეადგენს, მესამედი არასრულწლოვანია და ათიდან შვიდი ქალი ან გოგო.

”აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, იტალიაში მსხვერპლთა რაოდენობა 25-დან 30 ათასამდეა, ძირითადად ნიგერიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ალბანეთიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და მოლდოვიდან”, – ნათქვამია მოხსენებაში.

Ავტ: ხათუნა შარაძე