საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სოციალურ ქსელში, პატრიარქის დაბადების დღეზე, საპატრიარქოში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს.

,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორეს დაბადებიდან 88-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით, 3-4 იანვარს საპატრიარქოში  მღვდელმთავრები და მოსალოცად მოსული სტუმრები იმყოფებოდნენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, პატრიარქს იუბილეზე სიურპრიზიც მოუმზადეს.

ახალქალაქიდან ჩამოსულმა მგალობელთა გუნდმა ის საგალობლები შეასრულა, რომელსაც პატრიარქი წლების წინ ასრულებდა.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 4 იანვარს 88 წელი შეუსრულდა.