საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოში 16 იანვრიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება.

16 იანვარი – 31 იანვარი

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ქვეყნის მასშტაბით:

აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:

ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:
;

1.სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;

2.საბანკო და საფინანსო საქმიანობას;

3.სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;

4.დელივერსა და გატანის სერვისებს;

5.სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;

6.ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;

7.საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;

8.აგრარული ბაზრობის მუშაობას

9.და სხვ.

არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები 2020 წლის 28 ნოემბრიდან გამკაცრდა.

ცნობისთვის, 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით იზღუდება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.