ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვები 1 თებერბლიდან ეტაპობრივად მოიხსნება.

ხვალიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა აღდგება.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

თბილისში მუშაობას განაახლებს მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

აჭარაში პირველი თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში – გატანა-მიტანის სერვისით.

აღსანიშნავია, რომ ძალაში კვლავ რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა.