კორონაპანდემიის პირობებში აზერბაიჯანში მოგზაურობის მსურველები, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით, გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებლდნენ და წესებს ემორჩილებოდნენ.

თვითმფრინავში დაიშვებიან მგზავრები, რომელთაც გაფრენამდე 48 საათით ადრე გაიარეს COVID-19-ზე ტესტირება, პასუხი უარყოფითია და მათ შესაბამისი საბუთი აქვთ.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ტესტირების ხარჯებს თავად მგზავრები იხდიან, თუმცა შიდა რეისებზე აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის კვლევები უფასოა.

საბუთების შემოწმებას და ჯანმრთელობის შესახებ შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებას, ტერმინალში შესვლისას, იქ მომუშავე სამედიცინო პერსონალი აწარმოებს. მგზავრების რეგისტრაცია და თვითმფრინავში დაშვება ამ საბუთების საფუძველზე ხორციელდება.

სასაზღვრო შემოწმებისას, თუ აზერბაიჯანის მოქალაქეებმა ტესტირების დამადასტურებელი საბუთი ვერ წარადგინეს, მათ ორიკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კი იმავე რეისით, ავიაკომპანიის ხარჯზე, უკან გააბრუნებენ.

აზერბაიჯანისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც ფრენის წინ ტესტირების პასუხი უარყოფითი აქვთ, ან აეროპორტში შესვლისას გაიარეს კვლევები და ყველაფერი წესრიგში აქვთ, ორკვირიანი კარანტინისგან თავისუფლდებიან.

37.5 ან მეტი ტემპერატურის გამოვლენისას მგზავრები სამედიცინო პუნქტში გადაჰყავთ. კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, შემდგომი კვლევისთვის, მათ სპეციალური მანქანით შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში აგზავნიან, შემთხვევის შესახებ კი იმ ავიაკომპანიის წარმომადგენელს აცნობებენ, რომლის რეისითაც მგზავრს უნდა ეფრინა.

აეროპორტის ტერიტორიაზე და მთელი ფრენის განმავლობაში პირბადის ტარება აუცილებელია. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, გამცილებლები და მასპინძლები ტერმინალში არ დაიშვებიან.