იტალიის მმართველი კოალიცია მას შემდეგ ჩამოინგრა, რაც ყოფილმა პრემიერ მინისტრმა მატეო რენციმ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის გეგმებთან დაკავშირებით, მისი მხარდაჭერა მოხსნა.

რენციმ ოთხშაბათს საღამოს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი პარტია “Italia Viva“ – მთავრობიდან გადადგებოდა. მცირე ცენტრისტულ პარტიას ორი მინისტრი ჰყავდა. ეს, ასევე ნიშნავს, რომ მმართველ კოალიციას აღარ აქვს პარლამენტში უმრავლესობა. მისმა განცხადებამ, რომ იტალია, ევროპაში ყველაზე ძლიერ დაზარალდა პანდემიით, ქვეყანა ახალ პოლიტიკურ კრიზისში ჩააგდო.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

რენციმ თავისი პარტია “Italia Viva“ 2019 წლის სექტემბერში, მემარცხენე ცენტრის დემოკრატიული პარტიის დატოვების შემდეგ დააარსა და მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს მეორე კოალიციურ მთავრობაში, პოპულისტური მემარჯვენე ლიგის პარტიის წასვლის შემდეგ. “Italia Viva“ არ სარგებლობს საზოგადოების დიდი მხარდაჭერით – ამჟამად მის პარტიას დაახლოებით სამი პროცენტი აქვს, მაგრამ ის უმცროსი კოალიციის პარტნიორია, 30 დეპუტატის წყალობით ქვედა პალატაში და 18 დეპუტატი ზედა პალატაში.

კოალიციაში შედის მემარცხენე პოპულისტური “ხუთი ვარსკვლავის“ (MS5) მოძრაობა, მემარცხენე ცენტრის დემოკრატიული პარტია, “Italia Viva“ და მემარცხენე საპარლამენტო ჯგუფი “თავისუფალი და თანასწორები“.