სოციალურ ქსელში Centro servizi Geo House-ი აქვეყნებს პოსტს სანატორიასთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე EMIGRANTEBI.GE-ი გთავაზობთ აღნიშნულ პოსტს

ჩვენო ადამიანებო ❤ ბედნიერების, ჯანმრთელობის და სიმშვიდის წელი ყველა თქვენთაგანს. ❤❤❤ჩვენი გუნდი გილოცავთ და საუკეთესო სურვილებით გიბრუნდებით უფრო მეტი ადამიანის სიხარულში მონაწილეობის მისაღებად‼
დავიწყეთ✍️✍️✍️✍️
#აქილევსისქუსლი /სანატორია ,– ყველაზე მშფოთვარე და დაუსრულებელი თემა ბოლო თვეების განმავლობაში–ანუ რა ხდება, რა ეტაპებია და საერთოდ, როდის გავალთ ბოლოში- ეს არის იმ კითხვების არასრული სია, რომლითაც მოლოდინის რეჟიმში მყოფი ადამიანები მოგვმართავენ .
განვმეორდებით და კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოიჩინოთ სიმშვიდე, ნუ აყვებით ონლაინ და ოფლაინ რეჟიმში თავმოყრილ ყველანაირ ნიუსს და რაც მთავარია, დავივიწყოთ–ის გამოიძახეს და მე რატომ არა, რაღაცას მიმალავენ, დამიბლოკეს საბუთი და ასე შემდეგ . და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ იმიტომ რომ

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

1. მსოფლიო გლობალურ პრობლემას (კოვიდ19) დაერთო საშობაო არდადეგები, გაგახსენებთ, რომ არაპანდემიურ გარემოშიც ამ დროს სამუშაო ცხოვრება წყდება‼

2. არ არსებობს განსაზღვრული რიგითობა, არც სისტემა, არც საკმარისი მობილურობა პრეფექტურის განყოფილებებში, რომ განვსაზღვროთ თარიღი , თუ როდის გამოგვიძახებენ‼

3. არანაირ ინსტანციას არ აქვს იმისი სურვილი, რომ კონკრეტულ ადამიანს დაუბლოკოს პრაქტიკა/ანუ არსებობს ლაფსუსები, გაპარული შეცდომები, რაიმე რეკვიზიტის ნაკლებობა, რომლებიც საბოლოო ჯამში მოგვარებადია–ნუ ინერვიულობთ, თუნდაც გაიგეთ, რომ საბუთის მსვლელობა შეჩერებულია. დაიჯერეთ, რომ სწორი ჩარევის საფუძველზე–პრობლემა მოგვარებული იქნება

4. ნუ ეცდებით ონლაინ რეჟიმში ეძებოთ თქვენი პრაქტიკა–გაგახსენებთ, რომ წვდომა აქვს მხოლოდ იმ ადაიმანს, ვისი ელექტრონული პირადობის მოწმობით ანუ SPIDI ით გადაიგზავნა პრაქტიკა. ეს მონაცემები კი ძალიან პირადულია, და ვერავინ მოგცემთ ❤

5. გვახსოვდეს, რომ თქვენ ხართ ერთი ადამიანი ერთი კონკრეტული პრაქტიკით –აი ადმინისტრაციულ სამსახურებში კიდევ ათასობით ჩვენნაირი მომლოდინეა და,, საქმის მწარმოებლებს სულაც არ ანაღვლებთ კონკრეტული ადამიანის კონკრეტული მღელვარება–ისინი თავის საქმეს აკეთებენ ნელა, ხან ხარისხიანად , ხანაც უხარისხოდ–ამიტომ ნერვიულობა მხოლოდ წამგებიანია თქვენთვის და ამასთან უშედეგო.?

6 მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელ რეგიონში ვიმყოფებით-ანუ რაც უფრო პატარაა პროვინცია , შედარებით სწრაფია გადასალახი პროცედურები , დიდ ქალაქებსა და პროვინციებთან შედარებით.
მაგალითისათვის-თუკი ტარანტოს რეგიონში მცხოვრებმა ადამიანმა უკვე მიიღო გამოძახება პრეფექტურაში წარსადგენად, ეს არ უნდა იყოს მილანის, ან რომის პროვინციაში მცხოვრები ადმიანისათვის მღელვარების საბაბი.

მოკლედ მგონი ვთანხმდებით ყველაფერზე და მშვიდად ვაგრძელებთ მოლოდინის რეჟიმს. ❤️