საქართველოში, საჰაერო გზით შემოსვლის რეგულაციები მსუბუქდება. გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ნეგატიური PCR-ტესტის საფუძველზეც, გადმოკვეთონ ჩვენი საზღვარი. ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, შვეიცარიის, ნორვეგიის, ასევე, საუდის არაბეთის, ემირატების, ისრაელის, ბაჰრეინისა და კატარის მოქალაქეებს შეეძლებათ, PCR-ტესტის საფუძველზე შემოვიდნენ ქვეყანაში და მესამე დღეს გაიტესტონ განმეორებით.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

“იხსნება საზღვარი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მოქალაქეებისთვის და ისინი ნეგატიური ტესტის საფუძველზე შეძლებენ ქვეყანაში შემოსვლას, თუმცა, სავალდებულო იქნება კარანტინში გადასვლა“- განაცხადა ლევან კარანაძემ ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში.