საგანმანათლებლო საიტი edu.aris.ge წერს კიდევ ერთი წარმატებული ქართველი სტუდენტის, ნატა დარბაისელის შესახებ წერს, რომელმაც სკოლის დასრულების შემდეგ მილანში ერთ-ერთ უძველეს და პრესტიჟულ სასწავლებელში ჩააბარა.

ის ბრიტანულ-ქართული აკადემიის კურსდამთავრებულია. დამამთავრებელ კლასში უკვე იცოდა, რომ სწავლას უცხოეთში განაგრძობდა და საამისოდ დროული თადარიგიც დაიჭირა. სხვადასხვა მოწინავე უნივერსიტეტებიდან მიღებული დადებითი პასუხის შემდეგ, საბოლოო არჩევანი იტალიაზე, კერძოდ მილანსა და მის ერთ-ერთ გამორჩეულ უმაღლეს სასწავლებელზე – „კატოლიკას“ უნივერსიტეტზე (Università Cattolica del Sacro Cuore) შეაჩერა და, როგორც დღევანდელი გადმოსახედიდან ამბობს, არც შემცდარა. მისი არჩევანი განაპირობა სწავლების ხარისხმა, რასაც ამ უნივერსიტეტში მიიღებდა და ასევე, მომავლის პერსპექტივამ, რადგან სწავლის შემდეგ წარმატებული დასაქმების ბრწყინვალე პერსპექტივები აქვს. ამასთანავე, უნივერსიტეტი ევროპის ტოპ-სასწავლებლების სიაში საკმაოდ სოლიდურ და მოწინავე ადგილს იკავებს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

როგორც ნატა დარბაისელი ინტერვიუში აღნიშნავს, მან ამქსიმალური დაფინანსება მიიღო, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხას გულისხმობს. ნატამ არჩევანი საერთაშორისო ურთიერთობებისა და სიპლომატიის ფაკულტეტზე შეაჩერა.