ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური) ყველაზე ტიტულოვანი ქართველი და ასევე ბერძენი ძიუდოისტი: ოლიმპიური, მსოფლიოს 3-გზის და ევროპის 2-გზის ჩემპიონი, ასევე ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი., მსოფლიოს 2-გზის ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი. ილიას ილიადისს ჰქონდა პატივი და ბედი, რომ ყოფილიყო ბერძენული ძიუდოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე,მოგების შემდგომ მთელმა მსოფლიომ იხილა პირველად საბერძნეთის გუნდის ოქროს მედლის პრიზიორი რომელმაც ჟურნალისტებს ქართულ ენაზე ელაპარაკა ღია ეთერში.

ილიას ილიადისი იყო პირველი ვინც ბერძნული მოსახლეობის დიდი ასპარესს გააცნო რა არის ძიუდო? 18 წლის ასაკში ჯარჯი ზვიადაური და ბერძნებისთვის ილიას ილიადისი ავიდა მსოფლიოს მწვერვალზე. მან დააგემოვნა ნექტარი, რომელიც მას გულუხვად შესთავაზეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოქროს მედლის დაპყრობის შემდგომ.. მან ოქროს წონით კატეგორიაში (81 კგ) მოიგო ოქროს მედალი 2004 წლის ათენში, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 17 წლის ასაკში. ილიადისმა ასევე მოიგო ოქროს მედალი 6 წლის შემდეგ ძიუდოს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტოკიოში, 90 კგ კატეგორიაში.

როგორც საბერძნეთის დროშის მატარებელი, მას ჰქონდა პატივი ყოფილიყო პირველი სპორტსმენი, რომელიც პეკინში სტადიონზე შემოვიდა 2008 წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე. ილიადისი კიდევ ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ქართველი ძიუდოისტის ზურაბ ზვიადაურის ბიძაშვილია, რომელმაც ასევე მოიგო ოქრო 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. 2003 წელს ილიადების ოჯახი საბერძნეთში გადავიდა.

ხშირად დასმულ კითხვაზე რამეს თუ შეცვლიდა ჯარჯი მის კარიეირის განვითარების ისტორიაში ის პასუხობს რომ “არაფერს შევცვლიდი, რადგან სწორედ საბერძნეთში შევქმენი ოჯახი, რომელიც უმთავრესია ჩემთვის!” მისი მეუღლე, საქართველოშია დაბადებული, თუმცა, 11 წლისა იყო, მისი მშობლები საცხოვრებლად საბერძნეთში რომ გადავიდნენ. მათ ყავთ ორი შვილი მარიამი და ირაკლი. მაინც ზვიადაური ვარ… საბერძნეთში მცხოვრები ქართველები მუდამ ამაყობენ მისით ჩვენი სახე, ჩვენი სიამაყე ხარო, არაერთხელ უჩხუბიათ კიდეც, როცა ბერძნებს უმტკიცებდნენ, ილიადისი რომ ზვიადაურია და ქართველია!

ჯარჯი- ილიას ილიადის არასდროსდაუმალია მისი ნამდვილი წარმომავლობა ის ყოველთვის ამაყობს მისიქართველობით: საქართველო ჩემი სამშობლოა, ჩემი სიწმინდე, ჩემი ცხოვრების აზრი! ქვეყანა, სადაც დავიბადე, სადაც მშობლები და მეგობრები მყავს! ჯერ არ ვიცი, რა იქნება მომავალში, რადგან ჩემი მომავალი ჩემს შვილებს უკავშირდება. ქართული ორივემ იცის, სამშობლოს სიყვარულით ვზრდი და საქართველოში ყოველ ზამთარ-ზაფხულს ჩამომყავს. დანარჩენი ისე იქნება, როგორც გადაწყვეტენ… რაც შეეხება ძიუდოს, კარგად ვხედავ, რომ ისეთი ძლიერი თაობა მოდის, საქართველოში ჩემი, როგორც აქტიური სპორტსმენის ადგილი არ არის. ამბობს ჯარჯი ზვიადაური/ილიას ილიადისი. დღეს ჯარჯი- ილიასი უზბეკეთის ძიუდოს ნაკრების მწვრთნელია ასევე წლების განმავლობაში უამრავი სპორტული პროექტის მონაწილეა როგორც საბერძნეთში ასევე საქართველოში.