იტალიის პოლიციამ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. დაკავებულები არიან ქურდული „ავტორიტეტები“, მათ შორის 55 პირი კი ქართველია. იტალიურმა პოლიციამ სპეცოპერაციას ქართული სახელწოდება „კანონიერი ქურდი“ დაარქვა.

„დაკავებულებს მოპარული საქონლის საზღვარგარეთ გატანა და ფულის გათეთრება ედებათ ბრალად.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

სახლების ქურდობა ხდებოდა საერთო ქართული მეთოდით, დანაშაულებრივი ქმედების ერთგვარი ხელწერით, რაც გულისხმობდა საკეტების გატეხვას, ქურდობის აშკარა ნიშნების გარეშე სპეციალური ხელსაწყოებით.

გამოძიებამ და ვიდეო ჩანაწერებმა აჩვენა, რომ თუ როგორ ხდებოდა ქურდობა ქალაქ რეჯიოში და მის საზღვრებს გარეთ“, – ამბობს რეჯიო ემილიას პროკურორი მედიასთან საუბრისას.

ამ დროისთვის სპეცოპერაცია კვლავ გრძელდება სხვა ეჭვმიტანილების დასაკავებლად. დაჯგუფება თანამშრომლობდა უნგრეთთან, ბელგიასა და პოლონეთთან – შესაბამისად, იტალიური პრესის ცნობით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ კიდევ 35 პირი იძებნება.


წყარო პრაიმტაიმი