დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა– ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ ბარიში არსებული გენერალური საკონსულო ავრცელებს.

“2021 წლის 29 იანვარს, ქ. ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოლქს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეწვევა იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე სურგულაძე. დაგეგმილია ქ.ბარიში გენერალურ კონსულთან ვახტანგ ანდღულაძესთან ერთად შეხვედრის გამართვა ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

შეხვედრის მიზანია, დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელონ სამომავლო გეგმებზე, ასევე გამახვილდება ყურადღება იმ გამოწვევებზე, რომლებსაც საზღვარგარეთ ქართული დიასპორის წევრები აწყდებიან და მათი გადაწყვეტის საკითხები.

აღნიშნული შეხვედრის გამართვა დაგეგმილია ქ. ბარიში საქართველოს გენერალურ საკონსულოში (მისამართი: Via Vito Nicola De Nicolo 48, 70121, Bari, Italy).
პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, გთხოვთ, მონაწილეობის მსურველი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები წინასწარ დაგვიკავშირდეთ

ქ.ბარიში გენერალურ საკონსულოს ნომერზე: +39080918951, +393662024636 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე – bari.con@mfa.gov.ge