პოლონეთში საგზაო მოძრაობის წესებში ცვლილებები მძღოლებს ავალდებულებს შეაჩერონ მანქანა, როდესაც ფეხით მოსიარულეები საცალფეხო გადასასვლელზე შედიან ან გადადიან გზაზე. გამონაკლისი დაიშვება ტრამვაისთვის, ისინი არ არიან ვალდებულნი, გზა დაუთმონ ქვეითებს.

საგზაო მოძრაობის წესებში ცვლილებები ძალაში მიმდინარე წელს შევა. ცვლილებებს პარლამენტში მხარი ყველა პარტიის დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირა, რაც პოლონეთში იშვიათია.

ახალი ცვლილებები შეიტანეს ქვეითებისთვისაც. ახლა მათ ეკრძალებათ ტელეფონების, სმარტფონების ან მსგავსი მოწყობილობების გამოყენება ზებრა გადასასვლელზე ან გზაზე სიარულის დროს.

ასევე, ქვეყნის მასშტაბით, დასახლებულ პუნქტში გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე 50 კმ / სთმდე შემცირდება.