სლოვენიის პოლიციამ გადაარჩინა 13 ერაყელი მიგრანტი, რომლებიც სატვირთო მანქანაში იმალებოდნენ. ისინი პატარა, უჰაერო განყოფილებაში იმყოფებოდნენ და გაუწყლოებისგან და ჟანგბადის უკმარისობისგან იტანჯებოდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ავრცელებს.

ნოვო მესტოს ხელისუფლების განცხადებით, მათ შორის ორი ბავშვი იყო. ისინი ხორვატიის საზღვარზე გეგმიური შემოწმების დროს აღმოაჩინეს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

მიგრანტთა ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

გავრცელებული ცნობით, მიგრანტებმა ბოსნიიდან ხორვატიის გავლით უამრავი საათი უჰაერო სივრცეში გაატარეს.

მიგრანტები გაუწყლოებულები და ძალიან შეშინებულები იყვნენ, ზოგი უკვე გონსაც კარგავდა“, – განაცხადეს პოლიციაში.

სამართალდამცავებმა სატვირთო მანქანის მძღოლი, ბოსნიის 52 წლის მოქალაქე დააკავეს. პოლიციის განცხადებით, სატვირთო მანქანა ბოსნიური სანომრე ნიშნით მოძრაობდა.