ესპანეთში, მადრიდის ერთ-ერთ სოფელში სამოქალაქო გვარდია ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებას იძიებს, რომელიც უკანონო წვეულების დროს მოხდა. ცნობილია, რომ წვეულებას პოპულარული სატელევიზიო შოუს Temptation Island-ის ვარსკვლავებიც ესწრებოდნენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნაქირავებ სახლში 50-მდე ახალგაზრდა შეიკრიბა, მათ შორის სატელევიზიო შოუს მონაწილეები. იქ სხვა სატელევიზიო ვარსკვლავებიც მიიწვიეს, რომლებმაც ღონისძიების დასწრებაზე უარი განაცხადეს.
სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს
ერთ-ერთი დაზარალებულის თქმით, მას სასმელი შესთავაზეს, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. როდესაც გონს მოვიდა, გაახსენდა, რომ ამ მდგომარეობაში ყოფნის დროს 6-მა მამაკაცმა მასზე სექსუალურად იძალადა.
პოლიციამ ასევე აღნიშნა, რომ წვეულებაზე ყველა პირბადის გარეშე იყო და კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს არ იცავდა.