პოლიტიკური სკანდალის მცდელობა ემიგრანტების ხარჯზე იტალიის ოპოზიციური პარტიის აქტივისტებმა, ახალდ არჩეული მთავრობის, შინაგან საქმეთა მინისტრის ლუჩიანა ლამორგეზეს საერთაშორისო სკანდალში გახვევა ემიგრანტების ხარჯზე სცადეს.

Primavera Nazionale- ის Facebook გვერდზე გამოჩნდა ფოტო, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი, რესპუბლიკის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე, ახალი მთავრობის დამტკიცების პროცესში ფიცს დებს. ხსენებული ჯგუფში, რომელსაც 109,000 გამომწერი ჰყავს , შინაგან საქმეთა მინისტრის ნიღაბზე, ფოტოშოპით გაკეთებული ანტი ემიგრანტული სლოგანი ასახეს, წარწერით – ჩევნ “შევიჭრებით იტალიაში“.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ხსენებული ფეისბუქ გვერდი არის ულტრა მემარჯვენე გვერდი, რომელიც თავისი შინაარსობრივი დატვირთვით, მხარს უჭერს ჯორჯია მელონსა და მის პარტიას, “იტალიის ძმები“-ს (Frateli ditalia) პოლიტიკას.

სინამდვილეში შინაგან საქმეთა მინისტრს ფიცის დადების პროცესში კლასიკური მთლიანად თეთრი Fpp2 ნიღაბი ეკეთა, რომელიც არაერთმ აოფიციალურმა სააგენტომ და ტელევიზიამ გააშუქა.

იტალიური მედიის ინფორმაციით ყალბი ნიუსი, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, რამაც რასისტული აზრების და შეთქმულების თეორიების გავრცელებას ხელი შეუწყო .

საინფორმაციო სააგენტო stranieriinitalia.it-ს ცნობით ულტრა მემარჯვენეთა აქტივისტები, სოციალური ქსელების მეშვეობით ცდილობდნენ ხალხის გულუბრყვილობით მანიპულირებას.

ავტორი ხათუნა შარაძე
წყარო exclusivetv.ge