პირველად ემიგრაციის ისტორიაში იტალიის ქალაქ ბარიში უფასო ფსიქოლოგიური ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას, ფსიქოლოგიური ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი თენა ბოტკოველი ავრცელებს.

“მე და ჩემმა მეგობრებმა, ემიგრანტმა ფსიქოლოგებმა, გადავწყვიტეთ, მიგვეღო ამ მეტად მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ პროექტში მონაწილეობა და ჩვენი ნიჭი, გამოცდილება და შესაძლებლობები გამოგვეყენებინა სასარგებლო საქმისთვის. ყველაზე მეტად ემიგრანტის ტკივილს, დარდს და სულიერ ფორიაქს აბა ვინ გაიგებს, თუ არა ისევ ემიგრანტი და ამ შემთხვევაში ემიგრანტი ფსიქოლოგები. პროექტი პირველად ხორციელდება ემიგრაციის ისტორიაში და თქვენი მხარდჭერის დიდი იმედი გვაქვს.“– წერს საკუთარ სოციალურ გვერდზე თეონა ბოტკოველი.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

თეონა ბოტკოველის თქმით, თითოეული მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურობის წესის თანახმად იქნება დაცული. ფსიქოლოგების ჯგუფის მიერ ჩატარდება ტრენინგები, სემინარები და ლაივ ჩართვები მხოლოდ და მხოლოდ დახურულ ჯგუფში და ანონიმურობის გარანტიით.

ემიგრანტებს და ემიგრაციაში მყოფ მათ შვილებს, ემიგრაციაში მყოფი ბავშვთა ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიურ დახმარებას სრულიად უფასოდ გაუწევს.

“ეს ნამდვილად ყველაზე ჰუმანური ქველმოქმედებაა, ჩვენი მხრიდან. ჩვენი გუნდი ყოველგვარ ფსიქოლოგიურ დახმარებას, უფასოდ გაუწევს თითოეულ ემიგრანტს, ვისაც ამ სერვისის მიღების სურვილი გააჩნია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო, ვთხოვო ემიგრანტებს გაწევრიანდნენ ჩვენს ჯგუფში.“ – განაცხდა exclusivetv-სთან საუბარში თეონა ბოტკოველმა.

თეონა ბოტკოველი ათი წელია რაც იტალაიში იმყოფება. პროფესიით ფსიქოლოგი გახლავთ. ქველმოქმედებითა და ემიგრნტების მხარდასაჭერი კამპანიის ინიციატორობისა და განხორციელების გამო, მას საემიგრაციო საზოგადოებაში საპატიო ადგილი უჭირავს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი როლი, კოვიდ პანდემიის გამო გამოცხადებული ლოკდაუნის დროს, როცა ის უფასო ფსიქოლოგიურ მომსახურებას უწევდა ათასობით ემიგრანტს. მან სამშობლოში დასაბრუნებლად არაერთ თანამემაულეს გაუწია დახმარება. აღსანიშნავია, ის ფაქტიც რომ თეონა ბოტკოველი წლებია კურირებს საქველმოქმედო კამპანიებს და ეხმარება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს იაშვილის კლინიკაში.

ხსენებულ პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს საგარეო სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ.

ხათუნა შარაძე
exclusivetv.ge