ფრენების აღდგენა არ ნიშნავს რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით, ამასაც თავისი პერიოდი სჭირდება“,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა.

როგორც თურნავა აცხადებს, არ უნდა იყოს იმის მოლოდინი, რომ 1-ლი თებერვლიდან ცხოვრება პანდემიამდელ რეჟიმს დაუბრუნდება.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

“პირველი ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ თუნდაც მარტში, როდესაც ჩვენ, თუ გვექნა დადებითობის მაჩვენებელი უფრო მისაღები, უფრო მიმზიდველი ქვეყანა გავხდეთ ვიზიტორისთვის, ესაც მნიშვნელოვანია. ვიჭერთ ამ ბალანსს. ვიწყებთ იმით, რომ ფრენები აღდგება, ეს არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით, ამასაც თავისი პერიოდი სჭირდება. კომპანიებმა უნდა გათვალონ როგორ უღირთ, რა სიხშირით უღირთ, თავისი ბიზნეს გეგმა გააკეთონ. ასევე, დაიწყებენ შემოსვლას პირველი ჯგუფის ტურისტები, უფრო უსაფრთხო ქვეყნებიდან, ვაქცინაციის პირობების შესრულებით. ამაზე ჩვენ ვიმსჯელებთ და მოგახსენებთ. ამ პირობებშიც კი შევძლებთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს“,- აცხადებს თურნავა.

ცნობისთვის, 1-ელი თებერვლიდან რეგულარული ფრენები ყველა მიმართულებით აღდგება. ფრენები ყველა სამედიცინო პროტოკოლის წესების დაცვით განხორციელდება.