დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, პირბადე გაზაფხულსა და ზაფხულშიც უნდა ვატაროთ, რადგან პანდემია არსად წასულა.

“პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა, პანდემია გრძელდება მსოფლიოში. კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა — თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ არსებულ რეგულაციებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს, ანუ, დისტანციის დაცვაზე და პირბადის ტარებაზე. ამ პირობებში სხვა რეგულაციების მოხსნა, ვაჭრობის გახსნა, ბიზნესების უფრო მეტი თავისუფლება უკვე შესაძლებელი იქნება”, — განაცხადა იმნაძემ TV პირველის ეთერში.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

მისივე თქმით, რეგულაციები შემსუბუქდება, თუმცა შემსუბუქების ხარისხი ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.