ღია და დახურულ საზოგადოებრივ სივრცეში პირბადეების სავალდებულო ტარების რეჟიმის ვადა პანდემიის პერიოდში შეიძლება გახანგრძლივდეს, შესაბამის ცვლილებებს პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე განიხილავენ.

4 ნოემბრიდან საქართველოში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა არამარტო დახურულ სივრცეში, არამედ ქუჩაშიც. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზეა მიღებული.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

შესაბამისი ცვლილებები დეპუტატების დიმიტრი ხუნდაძის, ზაზა ლომინაძის, რამინა ბერაძის და ვლადიმერ კახაძის ინიციატივით სისხლის სამართლის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა.

პირბადის ტარების რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს. განმეორებითი დარღვევისთვის ჯარიმა იზრდება 50 ლარამდე.

მოქმედი ნორმებით, პირბადეების ტარება ქვეყანაში 2 მარტამდეა სავალდებულო.