ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა გადაწყვიტა, იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის მიწოდება შეამციროს. ცნობილია, რომ იტალია 165 000 დოზით ნაკლებ ვაქცინას მიიღებს.

Pfizer-მა ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო. ამ კვირაში ქვეყანა, 562 770 დოზის ნაცვლად, მხოლოდ 397 800 დოზა მიიღებს. ამის შემდეგ მოსახლეობა იძულებული იქნება, ვაქცინის მეორე დოზა სხვადასხვა პარტიიდან გაიკეთოს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ვაქცინის ეფექტურობას შეამცირებს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

“ვაქცინაციის გეგმა იმუშავებს მხოლოდ მათთვის, ვინც მეორე დოზის მიღებას აპირებს, ხოლო ვინც გეგმავს, რომ პირველად უნდა აიცრას, მისი ვაქცინაცია გადაიდო, სანამ ვაქცინების მიწოდება არ იქნება გარანტირებული”, – განაცხადა ვენეციის ჯანდაცვის მინისტრმა.