იტალიის მთავრობამ რვა წლიანი პაუზის შემდეგ, გასული წლის დასაწყისში, ქვეყანაში ლეგალიზაციის კანონი ისევ დაუშვა. ამ კანონით იტალიამ 500 000 არალეგალ ემიგრანტს ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების შანსი მისცა. წერს Exclusivetve.ge

მკითველს მინდა შევახსენო, რომ ლეგალიზაციის დოკუმენტის მოპოვებას, საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცედურები სჭირდება და მისი მიღება მარტივი არ გახლავთ. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ მოქმედ ხელისუფლებას, ამ კანონის მიღებაში, ოპონირებას არაერთი ოპოზიციური პარტია უწევდა. ოპოზიციას, არ სურდა ჯუზეპე კონტეს მთავრობას ლეგალიზაციის კანონი მიეღო.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

მიუხედავად იმისა, რომ ლეგალიზაციის კანონმა ათი ათასობით ემიგრანტს დიდი სიხარული მოუტანა, იგი კვლავ პრობლემად გადაიქცა. პროცესი, რომელიც იმთავითვე შრომატევადია და დროში გაწელილი, პანდემიამ პროცესი კიდევ უფრო გაახანგრძლივა.

ამასთან ერთად, დროში გაწელილი პროცესით “ხელის მოთბობის“ მსურველი რგოლიც გაჩნდა.

იტალიურ მედია “LaRepubblica“-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით “ფული პერმესოს სანაცვლოდ“.

იტალიის ქალაქ პარმაში სამართალდამცავების მიერ აღმოჩენილი იქნა კორუფციული სქემა, სადაც ადამიანებს, ბინადრობის ნებართვებთან დაკავშირებული პრაქტიკის გასამარტივებლად, ფულსა და ძვირადღირებულ ნივთებს სძალავდნენ.

გასული კვირის ბოლოს, სამართალდამცავების მიერ 12 ადამიანი იქნა დაკავებული. პოლიციის უფროსის თანაშემწე და პარმას პოლიციის შტაბის საიმიგრაციო ოფისის თანამშრომელი. ისინი დაინტერესებულ პირებს, საემიგრაციო დოკუმენტის დამზადებას, ნაცვლად 8-9 თვისა 40 დღეში ჰპირდებოდნენ.

დამნაშავეებს, ამ კორუფციულ მომსახურებაში სხვადასხვა ტარიფი ჰქონდათ დაწესებული. გართულებული საემიგრაციო დოკუმენტის დაჩქარებაში 400 ევროს, სტანდარტული პროცესის მქონე დოკუმენტის დაჩქარებისთვის 200, ხოლო ახალი პრაქტიკის დასაწყებად 100 ევროს ითხოვდნენ.

სამართალდამცავების მიერ შესწავლილი იქნა 40 პრაქტიკა, თუმცა როგორც “LaRepubblica“ იუწყება, მათი რიცხვი გაცილებით მეტია.

ხათუნა შარაძე
მარიამ ცენტერაძე