იტალიაში ლეგალურად ცხოვრების დოკუმენტის – PERMESSO DI SOGGIORNO – ს სახეობების შესახებ, იტალიის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქამაქეებს ასოციაცია “Tutto insieme Georgia” – ს პრეზიდენტი, იურისტი ხათუნა ტატუნაშვილი გააცნობს.

ხათუნა ტატუნაშვილი მოღვაწეობს იტალიის ქალაქ პიზაში. როგორც განმარტა, ასოციაციაა “Tutto insieme Georgia” იტალიისტერიტორიაზე, სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს. თანამშრომლობს გადასახადებისა და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებთან. ახორციელებს იურიდიულ მომსახურებას სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საკითხებში.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

იტალიის ტერიტორიაზე ცხოვრებისა და მუშაობის მიზნით, ევროკავშირის არაწევრი, უცხოელი მოქალაქე უნდა ფლობდეს ბინადრობის ნებართვას, რომელიც გაიცემა კონკრეტული მიზეზით. მიზეზთა გათვალისწინებით, საბუთის მოპოვების არაერთი საშუალება არსებობს. გაგაცნობთ ყველა მათგანის დანიშნულებებსა და უფლებებს. საბუთის კატეგორიებში შედის მუშაობის უფლება და მუშაობის აკრძალვა.

საბუთები მუშაობის უფლებით:

LAVORO SUBORDINATO/ AUTONOMO – მუშაობის უფლება, როგორც დაქირავებული პირის,ისე ინდმეწარისთვის;

LAVORO SUBORDINATO/ ATTESA OCCUPAZIONE – უმუშევრობის მოტივი;

(უმუშევრობის მოტივი დაუშვეს სანატორია 2020-ის მეორე პუნქტში,ხოლო სხვა შემთხვევებში მხოლოდ ერთხელ ხდება ეს შეღავათი);

MOTIVI FAMILIARI – ოჯახური მოტივი (ოჯახური გაერთიანების საფუძველზე);

AFFIDAMENTO -არასრულწლოვანისთვის,რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ნდობით აღჭურვილი აღმზრდელი;

RICHIESTA ASILO/ ASILO POLITICO/ PROTEZIONE SUSSIDIARIA/ MOTIVI UMANITARI – ეგრედწოდებული ლტოლვილის საბუთი (სხვადასხვა პარამეტრების განშტოება საერთაშორისო თავდაცვის საფუძვლებში);

STUDIO (con visto – limite annuale di 1.040 ore – art. 14 D.P.R. 394/99) __სტუდენტი სასწავლო ვადით;

STUDIO (da pds per motivi familiari – tempo pieno) – სტუდენტი,თანდართული ოჯახის გაერთიანებით;

ASSISTENZA MINORE (ART-31) – მცირეწლოვანის ასისტენტი;

INTEGRAZIONE MINORE – იტალიაში მიტოვებული უცხოელი არასრულწლოვანისთვის სრულწლოვანების მიღწევისთანავე მინიჭებული საბუთი;

PERMESSO DI SOGGIORNO UE PER SOGGIORNANTI DI LUNGO PERIODO (EX CARTA DI SOGGIORNO) – გრძელვადიანი/უვადო;

CARTA DI SOGGIORNO COME FAMILIARE DI CITTADINO DELL’UNIONE EUROPEA – ვისი ოჯახისწევრიც არის ევროპის მოქალაქე;

ATTIVITÀ’ SPORTIVA – სპორტული აქტივობა.

Permesso di soggiorno per residenza elettiva: – ეკუთვნის, იმ უცხოელს,რომელიც აპირებს დასახლებას,დარჩენას იტალიაში და პარალელურად აქვს საკმარისი საშუალება,სამუშაო საქმიანობის გარეშე ირჩინოს თავი (იგულისხმება დაბანდებული კაპიტალი;საბანკო რეკვიზიტები;პენსია და ა.შ.).

საბუთი მუშაობის უფლების გარეშე:

MOTIVI RELIGIOSI – რელიგიური მოტივი;

RICHIESTA ASILO e DUBLINO (nei 60 giorni successivi alla formalizzazione dell’istanza di protezione internazionale) – ლტოლვილის საბუთი (მოთხოვნიდან 60 დღის მანძილზე მუშაობის აკრძალვა);

MINORE ETA’ – არასრულწლოვანთათვის;

CURE MEDICHE – მკურნალობის მოტივი;

TIROCINIO FORMATIVO (art. 27, comma 1 lett. F, Testo Unico Immigrazione) – სასწავლო სტაჟირება.

შეგახსენებთ, რომ იმიგრაციის საკითხებში კანონთა ნაკრები არ იძლევა სამუშაო საქმიანობის განხორციელების საშუალებას ვიზიტების, ბიზნესის, ტურიზმის, სწავლის და ა.შ. მოკლევადიანი ყოფნის შემთხვევაში.

ჟურნალისტი: ხათუნა შარაძე
წყარო exclusive TV